ალმა-ატაში კიდევ ერთი დაჭრილი პოლიციელი გარდაიცვალა

ყაზახეთის ქალაქ ალმა-ატაში კიდევ ერთი დაჭრილი პოლიციელი გუშინ მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაიცვალა. ამის შესახებ „ბი-ბი-სი“ იუწყება. ამის შემდეგ შეიარაღებული თავდასხმის მსხვერპლის რაოდენობა ექვსამდე გაიზარდა.
როგორც ფეისბუქში ალმა-ატის საგზაო პოლიციის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაშია აღნიშნული, გარდაცვლილია პოლიციის ლეიტენანტი ტიმურ ბეგასილოვი. ალმა-ატაში სროლა ორშაბათს დილით მოხდა. თავდამსხმელმა პოლიციის განყოფილებასთან სამართალდამცველებს ცეცხლი გაუხსნა. ის ერთ-ერთი პოლიციელის ავტომატს დაეუფლა და შემდეგ იარაღიდან სხვა პოლიციელები დაცხრილა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები