აღსრულების ეროვნულ ბიუროსთან მომხდარი სროლისას დაჭრილი არჩილ მამაგეიშვილი გარდაიცვალა

აღსრულების ეროვნულ ბიუროს ეზოში ორმხრივი სროლისას დაჭრილი ერთ-ერთი პირი – არჩილ მამაგეიშვილი გარდაიცვალა. მას ღუდუშაურის სახელობის კლინიკაში ოპერაცია უტარდებოდა, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს. მამაგეიშვილს დაახლოებით 7 ტყვია ჰქონდა მოხვედრილი. ის სოდის ყოფილი თანამშრომელი იყო.
რაც შეეხება პირს, რომელმაც არჩილ მამაგეიშვილს ესროლა, გია ბარამიძის ყოფილი მოადგილე ავთანდილ ანთიძეა. „კვირასთვის“ ცნობილი გახდა, რომ შემთხვევის დროს მამაგეიშვილს სოდის კიდევ ერთი ყოფილი თანამშრომელი ახლდა, რომელმაც, მამაგეიშვილის დაჭრის შემდეგ, ანთაძეს ესროლა.
დაჭრილია ასევე თავდამსხმელი ანთაძე, რომელმაც არჩილ მამაგეიშვილს და მის თანმხლებ პირს ცეცხლი გაუხსნა.
„კვირასთვის“ ასევე ცნობილი გახდა, რომ ანთაძეს მამაგეიშვილის ვალი ჰქონდა, რომლის რაოდენობაც 100 ათასს აღემატებოდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები