ჩოხატაურში ახალგაზრდა მამაკაცის დაჭრის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

სამართალდამცავებმა ჩოხატაურში ახალგაზრდა მამაკაცის დაჭრის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს. შემთხვევა ჩოხატაურში ორი დღის წინ მოხდა. არსებული ინფორმაციით, ინციდენტი ერთ-ერთ სოფელში ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე მოხდა. დანაშაულში ეჭვმიტანილმა პირმა ახალგაზრდა მამაკაცს დანით მრავლობითი ჭრილობა მიაყენა.
დაზარალებული ამ დროისთვის ექიმების მეთვალყურეობის ქვეშაა და, როგორც მედიკოსები განმარტავენ, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. შს სამინისტროს ინფორმაციით, დანაშაული ცხელ კვალზე გაიხსნა. დაკავებულია ერთი პირი. გამოძიება სსკ-ის 19-108 მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს“, – აცხადებენ შსს-ს პრესსამსახურში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები