გია ბარამიძის ყოფილი მოადგილის მიერ დაჭრილი მამაკაცის მდგომარეობა კრიტიკულია

აღსრულების ეროვნული ბიუროს ეზოში მომხდარი ორმხრივი სროლის შედეგად ერთ-ერთი დაჭრილი პირის მდგომარეობა მძიმეა. ის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ ღუდუშაურის კლინიკაში გადაიყვანა. როგორც „კვირას“ კლინიკაში განუცხადეს, მას გადაუდებელი ოპერაცია უტარდება.
„კვირას“ ინფორმაციით, კრიტიკულ მდგომარეობაში კრედიტორია, რომელსაც გია ბარამიძის ყოფილმა მოადგილემ ავთანდილ ანთაძემ ესროლა. თავდაპირველად ცეცხლი სწორედ ანთაძემ გახსნა.
შემთხვევის ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ. დღეს აღსრულების ეროვნული ბიუროს ეზოში სროლა იყო. ორმა პირმა ერთმანეთს ცეცხლი გაუხსნა. ავთანდილ ანთაძე 2004 წელს, გიორგი ბარამიძის შს მინისტრობის დროს, მისი მოადგილის პოზიციაზე მუშაობდა. მას მეუღლე და სამი შვილი ჰყავს.
როგორც “კვირას“ შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19/108 (განზრახ მკვლელობის მცდელობა) და 236-ე მუხლით დაიწყო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები