თურქეთის პრემიერი – ქვეყანაში სიკვდილით დასჯის აღდგენის შესაძლებლობას საკონსტიტუციო საბჭო განიხილავს
თურქეთის პრემიერ-მინისტრი ბინალი ილდირიმი აცხადებს, რომ ქვეყანაში სიკვდილით დასჯის აღდგენის საკითხი საკონსტიტუციო საბჭომ უნდა განიხილოს. ამის შესახებ პრემიერმა ჟურნალისტის კითხვაზე პასუხისას განაცხადა, რომელმაც იკითხა, თუ რა სასჯელი ემუქრებათ სამხედრო ამბოხის მონაწილეებს.
„ეს საკითხი თურქეთის კანონმდებლობით არის განსაზღვრული. სიკვდილით დასჯა გაუქმებულია.
ამასთან, დღეს საკონსტიტუციო საბჭო შეიკრიბება და სასჯელის ამ ფორმის აღდგენის შესაძლებლობას განიხილავს. ასევე გაიმართება პარტიებს შორის კონსულტაციები”, – განაცხადა ილდირიმმა.
შეგახსენებთ, რომ ბოლო მონაცემებით, სამხედრო ამბოხის დროს 194 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 104 მეამბოხე, 41 პოლიციელი და 47 სამოქალაქო პირი.