სტამბოლში მოსახლეობამ ამბოხებულ ჯარისკაცს თავი მოჰკვეთა

სოციალურ ქსელში ვრცელდება ინფორმაცია და ფოტოები, რომელზეც აღბეჭდილია, თუ როგორ შემოარტყა ალყა მოსახლეობამ ამბოხებაში მონაწილე ჯარისკაცებს და ერთ-ერთ მათგანს თავი მოჰკვეთა. ამის შესახებ გამოცემა „ბილდი“ და Oxu.az იტყობინებიან. თურქეთის ოფიციალურ სტრუქტურებს ეს ფაქტი ჯერ არ დაუდასტურებიათ.
შეგახსენებთ, რომ თურქეთში პარასკევს საღამოს სამხედრო გადატრიალების მცდელობა მოხდა. შეიარაღებული დაპირისპირების შედეგად 190-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა და ათასზე მეტი დაიჭრა. დაკავებულია 3 ათასამდე სამხედრო მოსამსახურე.

1

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები