დიმიტრი ქუმსიშვილი ნიცაში მომხდარი ტრაგედიის გამო მწუხარებას გამოთქვამს

„ნიცაში განვითარებული ტრაგიკული მოვლენები კიდევ ერთხელ, უკვე მერამდენედ გვარწმუნებს, რომ ტერორიზმი თანამედროვეობის უდიდესი ბოროტებაა“,-ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკის მინისტრის, პირველი ვიცე-პრემიერის, დიმიტრი ქუმსიშვილის სამძიმრის წერილში წერია.
მინისტრი ნიცაში მომხდარი ტრაგედიის გამო მწუხარებას გამოთქვამს.
„შეძრწუნებული ვარ ნიცაში მომხდარი ტრაგედიის გამო – საფრანგეთში განხორციელებულმა კიდევ ერთმა ტერორისტულმა აქტმა ათობით უდანაშაულო ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. ვიზიარებ ფრანგი ხალხის მწუხარებას და პირადად ჩემი და მთელი სამინისტროს სახელით ვუსამძიმრებ გარდაცვლილთა ოჯახებს, საფრანგეთის მთავრობას და თითოეულ მოქალაქეს. ნიცაში განვითარებული ტრაგიკული მოვლენები კიდევ ერთხელ, უკვე მერამდენედ გვარწმუნებს, რომ ტერორიზმი თანამედროვეობის უდიდესი ბოროტებაა, რომელსაც მთელი ცივილური სამყარო გაერთიანებული ძალებით უნდა ვებრძოლოთ“,- წერია ქუმსიშვილის სამძიმრის წერილში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები