მოსკოვში ქართველი „კანონიერი ქურდი“ დააკავეს (ვიდეო)

მოსკოვის პოლიციამ ქართველი „კანონიერი ქურდი“, მეტსახელად „ლევანი“ დააკავა. მასთან ერთად დანაშაულებრიგი დაჯგუფების კიდევ რვა წევრია დაკავებული. ამის შესახებ გამოცემა „რბკ“ იუწყება.
პოლიციის ინფორმაციით, დაჯგუფება ფულის გათეთრებით და საზღვარგარეთ დიდი ოდენობის თანხების გატანით იყო დაკავებული.
რუსეთის შსს-ის ოფიციალური წარმომადგენლის, ირინა ვოლკის განცხადებით, ამ საქმეზე რუსეთის სხვადასხვა რეგიონში 34 სპეცოპერაცია ჩატარდა. ამოღებულია დიდი ოდენობით თანხები, საბანკო ბარათები და იარაღი.
ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ მოსკოვში ცნობილი “კანონიერი ქურდი“, რუსეთის დანაშაულებრივი სამყაროს ლიდერი შაქრო კალაშოვი დააკავეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები