პრემიერი: დიდი იმედი მაქვს, რომ პარტიები შეძლებენ, საკუთარი ემოციები გვერდზე გადადონ და ჩვენ ჩავატაროთ ნამდვილად ღირსეული არჩევნები

დღეს უწყებათაშორისი კომისიის სხდომა ჩატარდება. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
მისივე განმარტებით, წინასაარჩევნო კამპანია ექსცესების გარეშე მიმდინარეობს.
„დღეს ტარდება უწყებათაშორისი კომისიის პირველი სხდომა, რომელსაც იუსტიციის მინისტრი ხელმძღვანელობს. მოგეხსენებათ, რომ საარჩევნო კამპანია უკვე ერთი თვეა, მიმდინარეობს ყველანაირი ექსცესების გარეშე და ძალინ დიდი იმედი მაქვს, რომ მათ შორის, ამ კომისიის სხდომის მუშაობითაც პარტიები შეძლებენ, საკუთარი ემოციები გვერდზე გადადონ და ჩვენ ჩავატაროთ ნამდვილად ღირსეული არჩევნები. სხდომის მუშაობას ექნება დიდი მნიშვნელობა იმისათვის, რომ ეს პროცესი მაქსიმალურად კომფორტულად  წარიმართოს ყველა საარჩევნო სუბიექტისთვის და მინდა თეა წულუკიანს წარმატება ვუსურვო დღევანდელ სხდომაში“, – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები