ალექსანდრე ჯეჯელავა: ყველაზე ძალიან პრემიერის ნახვა გამიხარდა
ყველაზე ძალიან პრემიერის ნახვა გამიხარდა, – ამის შესახებ განათლების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ “ქართული ოცნების” ოფისთან ჟურნალისტებს განუცხადა, სადაც პრემიერმა მინისტრთა კაბინეტის წევრებს ახალი სახეები წარუდგინა.შეხვედრა რამდენიმე წუთის წინ დასრულდა.
“კამყოფილი ვარ ახალი სახეებით. ვფიქრობ, რომ ეს არის ახალგაზრდა და ენერგიული ხალხი. ამავე დროს, არიან პროფესიულად ჩამოყალიბებულები. ბევრი მათგანი არის ბიზნესიდან და ისეთი სფეროებიდან, რომელიც პოლიტიკასთან ძალიან ახლოსაა. ეს ძალიან ჯანსაღი პროცესია”, – აღნიშნა ჯეჯელავამ.