„მართალია ასამბლეა თბილისში, დიდუბეში ტარდება, მაგრამ პლეხანოვური, ან დიდუბური წესები არ მოქმედებს“

პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტად გიგი წერეთლის კანდიდატურასთან დაკავშირებით კიდევ ერთ განცხადებას აკეთებს. როგორც უსუფაშვილმა განაცხადა, პროცედურა უკავშირდება ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის თავმჯდომარის არჩევას და გადაწყვეტილების მიღებისას ეეუთოს პრინციპებით უნდა მოხდეს ხელმძღვანელობა.
პარლამენტის თავმჯდომარე განმარტავს, რომ საერთაშორისო ორგანიზაციებში ძალიან მნიშვნელოვანია იმ წესების და პრინციპების მიხედვით მოქმედება, რომელიც დამკვიდრებულია ამ ორგანიზაციებში.
„ჩვენ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის თავმჯდომარეს ვირჩევთ. ამიტომ იმ პრინციპებით უნდა ვიხელმძღვანელოთ, რაც ეუთოს აქვს და იმ პრიორიტეტებით, რაც ეუთოს აქვს. ბუნებრივია, აქ შიდა ნაციონალური პოლიტიკური კონტექსტი ყველა ქვეყანაში ყოველთვის ფიგურირებს, მაგრამ საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველო მაშინ გახდება პატივცემული მოთამაშე და მონაწილე, როდესაც ჩვენ ვისწავლით იმას, რომ მსოფლიოზე, ევროპაზე და გლობალურ საკითხებზე ვიფიქროთ ყველა გადაწყვეტილების მიღებისას.
საერთაშორისო ორგანიზაციებში ძალიან მნიშვნელოვანია იმ წესების და პრინციპების მიხედვით მოქმედება, რომელიც დამკვიდრებულია ამ ორგანიზაციებში. მართალია ასამბლეა თბილისში ტარდება, დიდუბეში, მაგრამ პლეხანოვური ან დიდუბური წესები არ მოქმედებს, აქ მოქმედებს ეუთოში დამკვიდრებული პრაქტიკა”, – აღნიშნავს უსუფაშვილი.
უთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს დღეს აირჩევენ. თანამდებობაზე სულ 3 კანდიდატურაა წარდგენილი, მათ შორის არის გიგი წერეთელიც.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები