დევდორაკის ხეობაში გზა, სავარაუდოდ, 2 კვირაში გაიხსნება

დევდორაკის ხეობაში გზა, სავარაუდოდ, 2 კვირაში გაიხსნება,- ამის შესახებ ინფრასტრუქტურის მინისტრმა ნოდარ ჯავახიშვილმა დღევანდელი მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
მინისტრმა მთავრობის წევრებს ასევე მიაწოდა ინფორმაცია დევდორაკის ხეობაში გაწეული სამუშაოების შესახებ.
პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა, თავის მხრივ, აღნიშნა, რომ ამ დროისთვის გამონახულია ალტერნატიული სატრანსპორტო საშუალება.
„ეკონომიკის სამინისტრო მჭიდრო კავშირშია სომხეთის სატრანსპორტო სამინისტროსთან და უკვე ალტერნატივა გამონახულია, რომ ბორანის მეშვეობით მოხდეს ხილის გატანა. არა მახოლოდ სომხეთი, ჩვენი ექსპორტიორებიც იყენებენ ამას. ამიტომ მგონია, რომ დროებით ტრანსპორტირების საკითხი გადაწყვეტილია, თუმცა სხვა საინჟინრო გადაწყვეტილება საჭიროა”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები