საქართველოში რეალიზებული საწვავის შემადგენლობა მთავრობის დადგენილებით განსაზღვრულ ნორმებს შეესაბამება

საქართველოში რეალიზებული საწვავის შემადგენლობა მთავრობის დადგენილებით განსაზღვრულ ნორმებს შეესაბამება, – ამის შესახებ „კვირას“ გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტიდან აცნობეს.
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს წარმომადგენლებთან ერთად, ავტოგასამართი სადგურებიდან ბენზინის და დიზელის სინჯები აიღეს.
ლაბორატორიული კვლევისას ბენზინში ოქტანობის, ტყვიისა და გოგირდის, ხოლო დიზელის საწვავში ცეტანობისა და გოგირდის შემცველობა განისაზღვრა.
დადგინდა, რომ ჩამოთვლილი ნივთიერებები საწვავში განსაზღვრულ ნორმებს აკმაყოფილებს.
სინჯები სპეციალისტებმა კომპანიების: ,,ბი-პი“-ს, ,,ინტეგრანი 2“-ს, ,,Trade Team Georgia”-ს, ,,ფრეგოს“, ,,ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯიას“, ,,რომპეტროლ საქართველოს“, ,,სოკარ ჯორჯია პეტროლეუმის“, ,,ლუკოილ-ჯორჯიას“, ,,სან პეტროლიუმ ჯორჯიას“ ავტოგასამართი სადგურებიდან აიღეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები