ბიძინა ივანიშვილი: მთავრობის და მინისტრების დონეზე კორუფციაზე ეჭვი არავის აქვს
საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, მთავრობის და მინისტრების დონეზე კორუფციაზე ეჭვი არავის აქვს.
როგორც ივანიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, ამის დასტურია რეიტინგები, რომლებიც მსოფლიო ბანკმა გამოაქვეყანა, სადაც საქართველოს მთავრობა გამჭვირვალობისა და ეფექტურობის მხრივ ევროკავშირის ბევრ ქვეყანას უსწრებს, მათ შორის იტალიას, საბერძნეთსა და ბალტიის პირეთის ქვეყნებს.
„შეგვიძლია, ვიამაყოთ, რომ საქართველომ გადადგა ძალიან დიდი ნაბიჯები ბოლო ოთხი წლის განმავლობაში. ვიდრე „ქართული ოცნება“ მოვიდოდა ხელისუფლებაში, რაც შეიძლებოდა ყველა შეცდომა იქნა დაშვებული, სამოქალაქო ომიდან დაწყებული ელიტარული კორუფციით, ადამიანის უფლებების უგულებელყოფით დასრულებული, რაც არსებობდა წინა ხელისუფლების პირობებში. აქედან გამომდინარე, სად ვიყავით ჩვენ და რა მოხდა ოთხი წლის განმავლობაში, არის ძალიან შთამბეჭდავი“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.