დავით უსუფაშვილი: სექტემბერში საშემოდგომო სესიის გახსნა მოგვიწევს

ქვეყნის საკანონმდებლო ორგანო სექტემბერში საშემოდგომო სესიას გახსნის და მხოლოდ რამდენიმე დღე იმუშავებს. აღნიშნულის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილმა პარლამენტის დღევანდელ პლენარულ სხდომაზე განაცხადა.
მისივე თქმით, სექტემბერში პარლამენტი მნიშვნელოვანი საკითხების განხილვას მიუბრუნდება.
„სექტემბერში საშემოდგომო სესიის გახსნა მოგვიწევს და ალბათ, რამდენიმე დღე ვიმუშავებთ. ალბათ, 8 ოქტომბრამდე ბოლო ერთი თვე პარლამენტის სხდომები აღარ შედგება, თუკი უკიდურესი მდგომარეობა არ იქნება. სექტემბერში რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხს დავუბრუნდებით და მნიშვნელოვან საკითხებს განვიხილავთ“, – აღნიშნა დავით უსუფაშვილმა.
პარლამენტის საგაზაფხულო სესია 24 ივნისს დაიხურება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები