მედიაჰოლდინგ „კვირას”, პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკასა და „სითი ინსტიტუტი – საქართველოს” შორის მემორანდუმი გაფორმდა (ვიდეო)

საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში მედიაჰოლდინგ “კვირას”, პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკასა და „სითი – ინსტიტუტი საქართველოს” შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

keti2მემორანდუმს ხელი მედიაჰოლდინგ “კვირას” მთავარმა რედაქტორმა ქეთევან ხოსიტაშვილმა, პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალურმა დირექტორმა გიორგი კეკელიძემ და “სითი ინსტიტუტი – საქართველოს” დირექტორმა მამუკა სალუქვაძემ მოაწერეს.

მემორანდუმის თანახმად, მედიაჰოლდინგი „კვირა“ აქტიურად გააშუქებს ეროვნული ბიბლიოთეკის მიერ ორგანიზებულ სხვადასხვა ღონისძიებას, მოამზადებს მასალებს ბიბლიოთეკაში დაცული უნიკალური არქივის შესახებ, დაგეგმილია სატელევიზიო პროექტების მომზადებაც.
სამომავლოდ,  სამივე ორგანიზაცია ერთობლივად განახორციელებს კულტურულ-საზოგადოებრივ პროექტებს და სხვა აქტივობებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები