ვარშავის სამიტამდე თინა ხიდაშელი ავღანეთში ჩავიდა (ვიდეო)

ვარშავაში დაგეგმილი ნატოს სამიტისთვის მზადების პერიოდში საქართველოს თავდაცვის მინისტრი ავღანეთში ჩავიდა და ის ბაზები მოინახულა, სადაც ქართველი ჯარისკაცები ნატოს ეგიდით საერთაშორისო მისიაში მონაწილეობენ.
თინათინ ხიდაშელმა მინისტრის მოადგილე ბესიკ ლოლაძესთან, გენერალური შტაბის უფროსის მოადგილე ნიკოლოზ აგლაძესთან და ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ხელმძღვანელ კობა კობალაძესთან ერთად ბაგრამის საავიაციო ბაზა დაათვალიერა. ადგილზე გაეცნო იმ დავალებებს, რომელსაც ქართული ქვედანაყოფები ასრულებენ, მოისმინა ავღანეთში შექმნილი მდგომარეობა და პირადად გაესაუბრა ჯარისკაცებს.
„დავიწყეთ ვიზიტი ავღანეთში. ჩვენ ყოველი როტაციის დროს ვცდილობთ ჩამოვიდეთ ავღანეთში, მოვინახულოთ ბიჭები და ადგილზე გავიგოთ, რა კონკრეტული საკითხები აქვთ გადასაწყვეტი, რამე პრობლემა ხომ არ არსებობს. მოვისმინოთ, მივიღოთ ის სიამოვნება, რომელიც ყოველთვის გველოდება ავღანეთში, ისტორიები ჩვენი ბიჭების წარმატების შესახებ, მადლობები, რომლებსაც მუდმივად ამბობენ ჩვენი პარტნიორები. ასევე შეხვედრები გვაქვს გენერლებთან იმისათვის, რომ RSM-ის მისიის შესახებ ვიმსჯელოთ. საქართველო ამ მისიის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მხარდამჭერი და მონაწილეა. ნებისმიერი გადაწყვეტილება ჩვენი თანამონაწილეობით მიიღება. ვარშავის სამიტის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი თემა, სწორედ, RSM-ის მისიაა და სამიტამდე მნიშვნელოვანი იყო, რომ ადგილზე, აქაურ გენერლებთან საუბრით შეგვეჯერებინა პოზიციები,“ – აღნიშნა თავდაცვის მინისტრმა.
ავღანეთში ვიზიტის დროს საქართველოს თავდაცვის მინისტრი ყველა იმ სამხედრო ბაზას ესტუმრება, სადაც ქართული ბატალიონებია განთავსებული და RSM-ის მისიის ხელმძღვანელ გენერლებს შეხვდება.
13307474_1223252747707465_6355222871791790127_n 13307417_1223252741040799_3745919326927348179_n 13327564_1223252744374132_4697389493974089536_n 13346698_1223252637707476_128855939645152147_n 13322040_1223252634374143_1004204753363899092_n 13335998_1223252631040810_3326459016337804672_n 13335702_1223252581040815_6298126010242826361_n 13344561_1223252577707482_8416281071865876981_n 13336062_1223252574374149_8337157390373030900_n

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები