ავღანეთში „ბოევიკებმა“ 16 ადამიანი მოკლეს

მოძრაობა „თალიბანის“ „ბოევიკებმა“ ავღანეთში ავტობუსის 16 მგზავრი მოკლეს, რამდენიმე ათეული ადამიანი კი მძევლად აიყვანეს. ამის შესახებ სააგენტო „ასოშიეტედ პრესი“ იუწყება. თავდასხმა ქუნდუზის პროვინციაში მოხდა. მომხდარის სხვა დეტალები უცნობია.
ავღანეთში მოქმედ რადიკალურ მოძრაობა „თალიბანში“ სხვადასხვა მონაცემებით 40-დან 60 ათასამდე ადამიანი შედის. ბოლო დროს ამ მოძრაობის „ბოევიკები“ გააქტიურდნენ და ისინი ნატოს ძალებზე და მშვიდობიან მოქალაქეებზე რეგულარულ თავდასხმებს აწყობენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები