გაერო – ბოლო რამდენიმე დღეში ხმელთაშუა ზღვაში 700 მიგრანტი დაიღუპა

გაეროს ლტოლვილთა სააგენტოს ინფორმაციით, 25 მაისიდან ხმელთაშუა ზღვაში 700-ზე მეტი მიგრანტი დაიღუპა, რომლებიც ლიბიიდან ევროპაში ჩასვლას ცდილობდნენ.
როგორც სააგენტო „ანადოლუს“ გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის სპიკერმა განუცხადა, ეს ადამიანები სამი ნავით გადაადგილდებოდნენ, რომლებიც ჩაიძირა.
მხოლოდ პარასკევს იტალიის სანაპიროსთან გემის ჩაძირვის შედეგად 45 მიგრანტი დაიღუპა და 100-ზე მეტი უგზო-უკვლოდ დაიკარგა. მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის ცნობით, მიმდინარე წელს ევროპაში ხმელთაშუა ზღვის გავლით 190 ათასი მიგრანტი ჩავიდა. 1475 ადამიანი დაიღუპა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები