რაულ ქირია უკრაინის კულტურის მინისტრმა დააჯილდოვა
საინფორმაციო სააგენტო “Frontnews”-ის დამფუძნებელი, ჟურნალისტი რაულ ქირია უკრაინის კულტურის მინისტრმა ევგენი ნიშუკმა ჟურნალისტური საქმიანობით, ქართულ-უკრაინულ კულტურულ ურთიერთობებში შეტანილი წვლილისთვის საპატიო დიპლომით დააჯილდოვა.
დაჯილდოვება დღეს კიევში ოფიცერთა სასახლეში გაიმართა, სადაც ასევე ქართული დიასპორის 20 წლის იუბილე აღნიშნეს.
ღონისძიებას საქართველოს მოქმედი და ყოფილი ელჩები უკრაინაში მიხეილ უკლება და გრიგოლ ქათამაძე, ასევე დიასპორული ორგანიზაციის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.