თბილისში ძლიერმა ქარმა ხეები წააქცია და ავტომობილები დააზიანა (ვიდეო)

თბილისში, მეტრო „დელისთან“ და 5 დეკემბრის ქუჩაზე ძლიერმა ქარმა ხეები, ასევე, განათების ბოძი წააქცია. აღნიშნულის ამსახველ ვიდეომასალას ტელეკომპანია „რუსთავი 2“ ავრცელებს.
მომხდარის შედეგად, დაზიანდა „მერსედესისა“ და „ჰიუნდაის“ მარკის ავტომობილები.
შემთხვევის დროს მძღოლები მანქანებში ისხდნენ, თუმცა ისინი არ დაშავებულან.
ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო ეკიპაჟები და თბილისის მერიის დასუფთავების სამსახური.
ძლიერმა ქარმა თბილისში პრობლემები შექმნა. სამაშველო სამსახურს დედაქალაქის სხვადასხვა უბნიდან, ძირითადად, ხეების წაქცევის გამო უკავშირდებოდნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები