ვლადიმერ პაპავა: უნივერსიტეტმა აჩვენა, რომ მას შეუძლია ჩაატაროს ასეთი არჩევნები

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ყოფილი რექტორის ვლადიმერ პაპავას განცხადებით, უნივერსიტეტმა აჩვენა, რომ მას შეუძლია ჩაატაროს ასეთი არჩევნები, თუმცა კურიოზია კანონში რაც წერია, რომ რექტორის მოვალეობის შემსრულებელს ირჩევდეს მთელი უნივერსიტეტი და რექტორს მხოლოდ აკადემიური საბჭო.
მისივე თქმით, ეს არის უნივერსიტეტის ისტორიაში განსაკუთრებული დღე, რადგან პირველად, რექტორის მოვალეობის შემსრულებლის არჩევნებში მონაწილეობის მიღების უფლება მიეცა 1300-ზე მეტ ამომრჩეველს.
ასევე ვლადიმერ პაპავამ ვლადიმერ პაპავამ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებელ დარეჯან თვალთვაძეს წარმატება უსურვა.
„ეს არის უნივერსიტეტის ისტორიაში განსაკუთრებული დღე, რადგან ჩვენს უნივერსიტეტში პირველად, რექტორის მოვალეობის შემსრულებლის არჩევნებში მონაწილეობის მიღების უფლება მიეცა 1300-ზე მეტ ამომრჩეველს. ეს არის ძალიან მასშტაბური არჩევნები და უნივერსიტეტმა აჩვენა, რომ მას შესწევს უნარი ყველაზე რთულ სიტუაციაშიც კი ვითარებას გაუმკლავდეს ისე, როგორც შეშვენის ივანე ჯავახიშვილის და მისი თანამოაზრეების მიერ დაფუძნებულ უნივერსიტეტს. მთავარია, რომ არჩევნები ჩატარდა მშვიდ გარემოში, ყველა პროცედურის დაცვით, რომ არ დარღვეულა არაფერი, რაც დააფიქსირეს დამკვირვებლებმა და ეს არის ყველაზე მთავარი შედეგი. უნივერსიტეტმა აჩვენა, რომ მას შეუძლია ჩაატაროს ასეთი არჩევნები, თუმცა კურიოზია კანონში რაც წერია, რომ რექტორის მოვალეობის შემსრულებელს ირჩევდეს მთელი უნივერსიტეტი და რექტორს მხოლოდ აკადემიური საბჭო“, – განაცხადა ვლადიმერ პაპავამ.
შეგახსენებთ, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობას დარეჯან თვალთვაძე შეასრულებს. მას მხარი 526-მა ამომრჩეველმა დაუჭირა. არჩევნების პროცესი რომელიც მთელი დღის განმვალობაში მიმდინარეობდა მშვიდ ვითარებაში ჩაიარა. მასში მონაწილეობა 1 311 ამომრჩეველმა მიიღო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები