ახალგორის რაიონში ოსმა „მესაზღვრეებმა“ საქართველოს მოქალაქე დააკავეს

ე.წ. სამხრეთ ოსეთის „მესაზღვრეებმა“ ახალგორის რაიონში საქართველოს მოქალაქე დააკავეს. მას ე.წ. საზღვრის უკანონო გადაკვეთაში ადანაშაულებენ. ამის შესახებ სააგენტო „სპუტნიკი“ იუწყება.
ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლების სტატისტიკის მიხედვით, მიმდინარე წლის დასაწყისიდან ე.წ. საზღვრის გადაკვეთის დროს საქართველოს 15 მოქალაქე დააკავეს. ეს, ძირითადად, ცხინვალის და ახალგორის რაიონებში ხდება.
ე.წ. სამხრეთ ოსეთის „სასაზღვრო სამსახურის“ ინფორმაციით, დაკავებული გორის მკვიდრია, რომელიც 1992 წელს არის დაბადებული.
ამჟამად განიხილება ცხინვალის სასამართლოში მასალების გადაცემის საკითხი. ვრცელდება ასევე ინფორმაცია, რომ ე.წ. სამხრეთ ოსეთის „საზღვრის“ გადაკვეთისთვის რამდენიმე დღის წინ დაკავებული საქართველოს მოქალაქე ჯარიმის გადახდის შემდეგ ოკუპირებული რეგიონიდან გააძევეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები