ე.წ. სამხრეთ ოსეთი რუსეთთან შეერთების საკითხზე რეფერენდუმის ჩატარებას აგვისტომდე გეგმავს
ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლებამ აგვისტომდე რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში ოკუპირებული რეგიონის გაწევრიანებაზე რეფერენდუმი უნდა ჩაატაროს. ამის შესახებ ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ლიდერმა ლეონიდ თიბილოვმა განაცხადა.
„უკვე განვიხილავთ კონკრეტულ ვადებს, თუმცა ზუსტი თარიღის დასახელება ამ ეტაპზე არ შემიძლია“, – განაცხადა თიბილოვმა.
მისი თქმით, რეფერენდუმზე გატანილი იქნება საკითხი კონსტიტუციის შეცვლის შესახებ, რომლის შედეგად მომავალში რუსეთის ფედერაციის ხელმძღვანელობისადმი გაწევრიანების თხოვნით მიმართვა შესაძლებელი გახდება.
ლეონიდ თიბილოვმა ასევე განაცხადა, რომ 100%-ით დარწმუნებულია, მოსახლეობის უმრავლესობა რეფერენდუმის კითხვას დადებითად უპასუხებს.