ლეონიდ ჩერნოვეცკი: 9 აპრილი ერთდროულად ბედნიერებისა და მწუხარების დღეა

„ბედნიერი საქართველოსთვის“ ლიდერის ლეონიდ ჩერნოვეცკის განცხადებით, 9 აპრილი ერთდროულად ბედნიერებისა და მწუხარების დღეა.
როგორც ჩერნოვეცკი აღნიშნავს, 27 წლის წინ, საქართველოს საუკეთესო შვილები იმ არაადამიანებს შეეწირნენ, რომლებიც ახალგაზრდების სიცოცხლის ფასად თავიანთ სავარძლებსა და თანამდებობებს ინარჩუნებდნენ.
„მწუხარების – რადგან 27 წლის წინ, საქართველოს საუკეთესო შვილები იმ არაადამიანებს შეეწირნენ, რომლებიც ახალგაზრდების სიცოცხლის ფასად თავიანთ სავარძლებსა და თანამდებობებს ინარჩუნებდნენ. ეს მთელი მსოფლიოს წინაშე საბჭოთა ხელისუფლების ჭეშმარიტი სახის დემონსტრირების აქტი გახლდათ ბედნიერების – რადგან ის საქართველოს ისტორიაში გარდამტეხი მომენტის აღმნიშვნელია, რის შედეგადაც ქვეყანა დამოუკიდებელი გახდა! ამ დღემ, ახლანდელ და მომავალ თაობებს – ჩვენს შვილებს, შვილიშვილებს იმის შესაძლებლობა მოგვცა, რომ თავისუფალი, დემოკრატიული, ცივილიზებული სახელმწიფო ვაშენოთ!
ჩვენ არ გვაქვს უფლება ეს შესაძლებლობა არ გამოვიყენოთ! ჩვენი ვალდებულებაა შევქმნათ ახალი, პატიოსანი, სათნო საზოგადოება, სადაც მთავარი ღირებულება, თითოეული ადამიანის სიცოცხლე და კეთილდღეობა იქნება! ჩვენ ვალდებულები ვართ ეს გავაკეთოთ, წარსულისა და იმ გმირების ხსოვნის საპატივცემულოდ, რომლებმაც მშობლიურ მიწასა და ჩვენი შვილების მომავალს თავი შეწირეს.
ის თითოეული ადამიანი, რომელიც თავისი სამშობლოს – საქართველოს თავისუფლებისთვის ბრძოლას შეეწირა, ოცნებობდა რომ ყველა ჩვენგანი, ძვირფასო მეგობრებო, ბედნიერ და გაბრწყინებულ ქვეყანაში იცხოვრებდა! ამ წლის ოქტომბერში, საპარლამენტო არჩევნებზე თქვენ თქვენს მომავალს გადაწყვეტთ! მიიღეთ მონაწილეობა არჩევნებში! თქვენ ღირსეული ხელისუფლების არჩევის შესაძლებლობა გექნებათ! მაშინ დაღუპულთა სულები მშვიდად განისვენებენ! დიდება საქართველოს გმირებს! ღმერთმა დაიფაროს ქართველი ერი და სრულიად საქართველო“, – წერს „ბედნიერი საქართველოსთვის“ ლიდერი ლეონიდ ჩერნოვეცკი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები