პუტინი ე.წ. სამხრეთ ოსეთს 8,2 მილიარდ რუბლს დაპირდა

2016 წელს რუსეთი ე.წ. სამხრეთ ოსეთს 8 მილიარდ 200 მილიონ რუბლს (120 მლნ დოლარს) გამოუყოფს. ამ თანხის გამოყოფას პუტინი ლეონიდ თიბილოვს მოსკოვში გამართულ შეხვედრაზე დაპირდა.
პუტინის თქმით, 2017 წლის საინვესტიციო პროგრამის ფარგლებში საცხოვრებელი სახლების, საავადმყოფოს, ასევე დრამატული თეატრის მშენებლობა იგეგმება. თიბილოვმა ვლადიმერ პუტინს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. მისი თქმით, ე.წ. სამხრეთ ოსეთში სტაბილურობის შენარჩუნებას რუსეთთან გაფორმებული „სამეკავშირეო ხელშეკრულება“ ხელს უწყობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები