თბილისის 54-ე საჯარო სკოლას სოფიკო ჭიაურელის, მე-16 სკოლას კი დავით სარაჯიშვილის სახელი მიენიჭება

თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში განათლებისა და კულტურის კომისიის სხდომა გაიმართა, რომელზეც თბილისის ბაგა-ბაღებში მიმდინარე საკითხები და მის მონიტორინგში კომისიის აქტიურ ჩართულობაზე იმსჯელეს.
თამარ ტალიაშვილის განცხადებით, განათლებისა და კულტურის კომისიას სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში სტანდარტების გაზრდისათვის კომპლექსური მიდგომა აქვს, რის შედეგადაც ბაგა-ბაღებში არსებული ვითარება უკეთესობისკენ შეიცვალა. კერძოდ, გაიხსნა ახალი და მიმდინარეობს ათობით ბაგა-ბაღის მშენებლობა, გაუმჯობესდა კვება საჯარო ბაგა-ბაღებში, მოწესრიგდა ინფრასტრუქტურა, ხელი შეეწყო ფსიქოლოგისა და ლოგოპედის ჩართულობას სკოლამდელი აღზრდის სასწავლო პროცესებში, გაძლიერდა შშმ პირებისთვის გარემოს ადაპტირების პროცესი და ა.შ.,
კომისიას და ბაგა-ბაღების სააგენტოს სისტემატური თანამშრომლობა აქვთ, მუდმივად მიმდინარეობს ანგარიშების მოსმენა, ამის შედეგად, მაგალითად უკანასკნელი ორი თვის განმავლობაში, კომისიის ინიციატივით, მემორანდუმი გაფორმდა პერსონალურ მონაცემთა დაცვის აპარატთან აღსაზრდელთა პერსონალური მონაცემების დაცვის უზრუნველსაყოფად, ასევე კომისიამ, ჯანდაცვის კომისიასთან ერთად, განიხილა ბაგა-ბაღებში ავადობის პრევენციის სტრატეგია, რომელზეც გაზიარებული იყო სფეროს ექსპერტისა და პედიატრის რეკომენდაციები.
საკრებულოს თავმჯდომარემ, გიორგი ალიბეგაშვილმა ბაგა-ბაღებში უკანასკნელ პერიოდში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით აღნიშნა, რომ ბაღებში მერიის აუდიტის სამსახურის მიერ აღმოჩენილია მთელი რიგი დარღვევა და ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს დირექტორი თემურ თორდინავა ვალდებული იყო რეაგირება მოეხდინა.
სხდომაზე კომისიის წევრი ქეთევან ჯოხაძე გამოვიდა ინიციატივით, რომ ბაგა-ბაღების მონიტორინგის პროცესში კომისიის ჩართულობის პარალელურად, საკრებულოში თბილისის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს უფროსის კვარტალური ანგარიში მოისმინონ და მიმდინარე საკითხები განიხილონ. კომისიის წევრებმა აღნიშნული საკითხი ერთხმად მიიღეს.
კომისიამ სხდომაზე იმსჯელა და ორ საკითხს დაუჭირა მხარი, კერძოდ სსიპ თბილისის N 54 საჯარო სკოლისთვის მსახიობ სოფიკო ჭიაურელის, სსიპ თბილისის მე-16 საჯარო სკოლისთვის კი დავით სარაჯიშვილის სახელის მინიჭებას.
სხდომას კომისიის წევრებთან ერთად აღნიშნული სკოლების დირექტორები, პედაგოგები და მოსწავლეები, ასევე განათლებისა და კულტურის კომისიასთან შექმნილი სათათბიროს წევრები, რეჟისორი გიორგი შალუტაშვილი და მეცნიერი ქეთევან ტომარაძე ესწრებოდნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები