რადოვან კარაჯიჩს 40-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს

ყოფილი იუგოსლავიის საკითხზე საერთაშორისო სასამართლომ ბოსნიელი სერბების ყოფილ ლიდერს რადოვან კარაჯიჩს 40 წლით პატიმრობა მიუსაჯა. კარაჯიჩი 1992-1995 წლებში ბოსნიის ომში გენოციდსა და სამხედრო დანაშაულებში მონაწილეობისთვის გაასამართლეს.
ამის შესახებ „ბი-ბი-სი“ იუწყება. კერძოდ, სასამართლომ კარაჯიჩი სრებრენიცაში მუსულმანების მასობრივ მკვლელობაში დამნაშავედ ცნო. სრებრენიცაში 1995 წელს კარაჯიჩის ბრძანებით 7 ათასზე მეტი მამაკაცი მოკლეს. კარაჯიჩი ასევე დამნაშავედ ცნეს სარაევოს მშვიდობიან მოსახლეობაზე თავდასხმასა და მკვლელობაში ამ ქალაქზე შეტევის დროს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები