„ეკლესია ის ძალაა, რომელიც მიუძღვება ყოველ ადამიანს მიწიერიდან სასუფეველში“

  სამების საკათედრო ტაძარში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის დღესთან დაკავშირებით სასულიერო პირებთან ერთად პარაკლისი აღავლინა და ავტოკეფალიისთვის მებრძოლთა სულებისთვის პანაშვიდი გადაიხადა. კათოლიკოს-პატრიარქმა პარაკლისის დაწყებამდე ტაძარში შეკრებილებს ქადაგებით მიმართა. უწმინდესმა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დაფუძნების ისტორია გაიხსენა და ეკლესიის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
“უფალი ჩვენი იესო ქრისტე ბრძანებს: „და აღვაშენო ეკლესია ჩემი და ბჭენი ჯოჯოხეთისანი ვერ ერეოდიან მას”, ეკლესია ეს არის დაფუძნებული იესო ქრისტეს მიერ. ეკლესიის საშუალებით დედამიწა, ადამიანი და ცა, ზეციური სამყარო, სასუფეველი უერთდება ერთამანეთს. ეკლესია არის ის ძალა, რომელიც მიუძღვება ყოველ ადამიანს მიწიერიდან სასუფეველში. საქართველოს ეკლესია არის სამოციქულო ეკლესია, დაარსებული მოციქულების მიერ. იგი ანდრია პირველწოდებულმა დააარსა. ჩვენ ვმადლობთ უფალს და ვთხოვთ, მოგვცეს მადლი და ძალა ამ ეკლესიის დამაარსებლების მეშვეობით”, – აღნიშნა კათოლიკოს-პატრიარქმა. უწმინდესმა დალოცა საქართველო და ეკლესიის ავტოკეფალიის დღე მიულოცა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები