ყოფილი პატიმრების ოჯახის წევრები როლანდ ახალაიას დასჯას ითხოვენ

    ყოფილი პატიმრების ოჯახის წევრებმა დღეს სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურასთან აქცია გამართეს. ისინი როლანდ ახალაიასთვის სადეპუტატო იმუნიტეტის მოხსნას მოითხოვდნენ.
აქციის მონაწილეები როლანდ ახალაიას სამეგრელოში ადამიანების უკანონოდ დააპატიმრებაში ადანაშაულებენ და მის დასჯას მოითხოვენ.
აქციაზე, ყოფილი პატიმრების ოჯახის წევრებსა და “ნაციონალური მოძრაობის” მომხრეებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა. “ნაციონალური მოძრაობის” მომხრეები როლანდ ახალაიას მიმართ მხარდაჭერას გამოთქვამდნენ და სკანდირებდნენ “თავისუფლება ბაჩო ახალაიას”.
პოლიციის თანამშრომლებმა სიტუაციის განმუხტვა მალევე შეძლეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები