პირდაპირ ეთერში ერთმანეთს მოქმედი და ყოფილი მინისტრები დაუპირისპირდნენ (ვიდეო)

ტელეკომპანია GDS-ის ეთერში ერთმანეთს განათლების ყოფილი და ამჟამინდელი მინისტრები დაუპირისპირდნენ. ურთიერთბრალდებებს, თამარ სანიკიძისა და დიმიტრი შაშკინს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა. ინციდენტი გადაცემა „დებატები 2030-ში“ მოხდა.
გუშინდელი გადაცემა საქართველოში განათლების სისტემაში არსებულ ვითარებას მიეძღვნა. ყოფილმა და ამჟამინდელმა მინისტრებმა იმ მეთოდებზე ისაუბრეს, თუ როგორ იმართებოდა განათლების სისტემა და რა შეიცვალა ახალი ხელმძღვანელობის პირობებში?! რამდენად ეფექტურია განათლების სამინისტროს მენეჯმენტი და გამოიწვია თუ არა საკვალიფიკაციო გამოცდაზე მასწავლებელთა 83 პროცენტის ჩაჭრა, წლების მანძილზე განხორციელებულმა არასწორმა რეფორმებმა?!

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები