ერეკლე დეისაძე პოლიტიკაში მიდის

მწერალი ერეკლე დეისაძე პოლიტიკაში მიდის – ამის შესახებ მან “რეიტინგთან“ საუბრისას განაცხადა. რაც შეეხება გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ის ცოლს -კრავაი ტყემალაძეს გაშორდა, დეისაძე  არ ადასტურებს.

– ერეკლე, გავიგეთ, რომ ცოლს დაშორდით. მართალია?

– არ არის მართალი, პირად თემებზე საუბარი არ მიყვარს.

– მაშინ საიდან გავრცელდა ეს ჭორი, ფეისბუქზეც აღარ აქვეყნებთ საერთო ფოტოებს, რატომ?

– ეგრე იმდენი ჭორი დადის ჩემზე. ფოტოები იმიტომ აღარ გვიდევს, რომ აღთქმა დავდე ერთობლივ ფოტოებზე. მას ჰკითხეთ.

– ვის, ცოლს?

– მე მონასტერში ვიყავი.

– როდის, ახლა?

– კი, ახლა ჩამოვედი.

– რომელ მონასტერში?

– მარტვილში.

– რატომ იყავით?

– პოლიტიკაში მივდივარ და პიარისთვის მჭირდება.

– ალბათ ხუმრობთ.

– არა, მართლა ვამბობ. ცოლი ხელს მიწყობს და ძალიან ბედნიერია ამის გამო, ყველანაირად მეხმარება. თან ძალიან დიდი პოლიკიტური გეგმები მაქვს და ჩემი და ჩემი ცოლის ერთობლივი თამაშია ეს. ოღონდ ამას ინტერვიუსთვის არ გეუბნებით.

– მე ხომ ინტერვიუსთვის გწერთ?

– მაშინ აღარ გიპასუხებთ. აი ეგეთი კეთილი ვარ, ყველას ვენდობი. მე საიდუმლოებები გაგიმხილეთ და თქვენ არ უნდა გამყიდოთ. თორემ პოლიტიკაში რომ მოვალ, სამაგიეროს გადაგიხდით,-აცხადებს დეისაძე ინტერვიუში.

წყარო: რეიტინგი

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები