ალექსანდრე ელისაშვილმა პროექტ „პანორამა თბილისთან“ დაკავშირებით ბრიფინგი გამართა

თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში დამოუკიდებელმა დეპუტატმა ალექსანდრე ელისაშვილმა, არასამთავრობო ორგანიზაცია „ტფილისის ჰამქარის“ თავმჯდომარესთან, ცირა ელისაშვილთან ერთად, პროექტ „პანორამა თბილისთან“ დაკავშირებით ბრიფინგი გამართა.
თბილისის საკრებულოს ინფორმაციით, პროექტზე საუბრისას, საკრებულოს წევრმა აღნიშნა, რომ „პანორამა თბილისის“ გახორციელების შესახებ საზოგადოება ინფორმირებული არ არის და მოქალაქეების ინფორმირებულობის გაზრდის მიზნით, საქართველოს პრემიერ-მინისტრს გიორგი კვირიკაშვილს ამ თემაზე საზოგადოებრივი დისკუსიის დაწყებისკენ მოუწოდა. ორგანიზაცია „ტფილისის ჰამქარის“ თავმჯდომარემ, ცირა ელისაშვილმა კი თავის მხრივ განაცხადა, რომ პროექტთან დაკავშირებით, საქართველოს პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის მოთხოვნით საპროტესტო აქციის გამართვა იგეგმება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები