მთავრობის ადმინისტრაციის შენობაზე სახელმწიფო დროშა დაეშვა

საბჭოთა ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის შენობაზე საქართველოს სახელმწიფო დროშა დაშვებულია.
25 თებერვალი საბჭოთა ოკუპაციის დღეა. დროშები დაშვებულია სახელმწიფო უწყებების ყველა შენობაზე.
1921 წლის 17 თებერვალს, საბჭოთა რუსეთის მე-11 არმიამ, ომის გამოუცხადებლად, საქართველოს ანექსია მოახდინა. 1921 წლის 25 თებერვალს საქართველოს დამოუკიდებლობისთვის მებრძოლ იუნკერთა დიდი ნაწილი ბრძოლის ველზე გმირულად დაიღუპა.
ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით, პრემიერ–მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განცხადება გააკეთა.
„დღეს არის საბჭოთა ოკუპაციის დღე. ეს არის დღე, როდესაც უამრავმა ადამიანმა, ესენი იყვნენ ჩვენი ჯარის შენაერთები, სახალხო გვარდია და მოხალისეები, წინასწარ გადაწყვეტილ ბრძოლაში, თავდადებული გმირობა აჩვენეს. მიუხედავად იმისა, რომ ბრძოლა წაგებით დასრულდა, საბოლოო ჯამში საქართველოს სუვერენიტეტის შენარჩუნებისთვის ომი მოგებულია. ის რომ დღეს ამ შენობის თავზე საქართველოს დროშა ფრიალებს, ის რომ დღეს ჩვენ შეგვიძლია მივიღოთ ჩვენი სუვერენული გადაწყვეტილებები, თუნდაც საქართველოს დასავლური კურსის თაობაზე, არის დამსახურება ამ ადამიანების და კიდევ არაერთი გმირის, რომლებმაც საკუთარი სიცოცხლე გაწირეს ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის. მათი მაგალითი კიდევ დიდხანს, ბევრი საუკუნის განმავლობაში გაუნათებს გზას ჩვენს მომავალ თაობებსაც”, – განაცხადა პრემიერმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები