ფიზიკური და სიტყვიერი დაპირისპირება ბათუმში
ბათუმში ნატოს წინააღმდეგ გამართული აქცია სიტყვიერ და ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. პოლიტპატიმრის სტატუსით გათავისუფლებულმა რამდენიმე პირმა გამოსვლას ორგანიზება გაუკეთა და სხვადასხვა დროს ჩატარებული სამხედრო ოპერაციები დაგმო. მათი მოწოდებები მოქალაქეებმა “თავისუფალი ზონისა” და “ნაციონალური მოძრაობის” წევრებთან ერთად გააპროტესტეს, რასაც დაპირისპირება მოჰყვა. კონფლიქტის შემდეგ აქცია მალევე დაიშალა.