თინათინ ხიდაშელი ეუთოში ნატოს წევრი სახელმწიფოების მუდმივ წარმომადგენლებს შეხვდა

საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი ეუთოში ნატოს წევრი სახელმწიფოების მუდმივ წარმომადგენლებს შეხვდა.
შეხვედრას ნორვეგიის ელჩი ეუთოში რობერტ კვილე უძღვებოდა. თინათინ ხიდაშელმა ეუთოში ნატოს წევრი ქვეყნების ელჩებს ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის განხორციელების პროცესი და შედეგები გააცნო.
შეხვედრაზე დეტალურად განიხილეს წვრთნისა და შეფასების ერთობლივი ცენტრის (JTEC) პროექტი, რომლის შესახებ პრეზენტაცია ეროვნულ სასწავლო ცენტრ “კრწანისის” მეთაურმა პოლკოვნიკმა გრიგოლ ჭელიძემ წარადგინა.
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემოსა და საქართველოს უსაფრთხოების გაძლიერებაზეც ისაუბრა. შეხვედრის ერთ-ერთი თემა იყო საქართველოს მოლოდინები ვარშავაში დაგეგმილ ნატოს სამიტზე. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დელეგაცია ავსტრიაში სამდღიანი ვიზიტით იმყოფება. ვიზიტის ფარგლებში თინათინ ხიდაშელი უკვე შეხვდა ეუთოს გენერალურ მდივანს ლამბერტო ძანიერს, ავსტრიის რესპუბლიკის ეროვნული საბჭოს მე-2 პრეზიდენტს კარლჰაინც კოფვს და სიტყვით გამოვიდა ეუთოს უსაფრთხოების თანამშრომლობის ფორუმის საგანგებო პლენარულ სხდომაზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები