დაპირისპირება კინოს სახლთან
კინოს სახლთან ევრაზიული ინსტიტუტის მომხრეებსა და მოწინააღმდეგეებს შორის ფიზიკური და სიტყვიერი დაპირისპირების შედეგად სამართალდამცველებმა რამდენიმე პირი დააკავეს. დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც კინოს სახლში ნატოს საწინააღმდეგო ღონისძიება დასრულდა. ევრაზიული ინსტიტუტის წევრებმა ტერიტორია პოლიციის დახმარებით დატოვეს. აღნიშნული ინსტიტუტის მხარდამჭერები ცოტა ხნის წინ ეროვნული ბიბლიოთეკისკენ დაიძრნენ, სადაც ნატოს შესახებ საინფორმაციო ცენტრია განთავსებული. “ევრაზიული ინსტიტუტის” მხარდამჭერები ნატოს შესახებ საინფორმაციო ცენტრთან აქციას გამართავენ.