მახათას მთაზე 1 000 ზეთისხილის ხე და 300 ჰიმალაის კედარი დარგეს

   მშენებარე ივერიის ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძრის მიმდებარე ტერიტორიაზე ზეთისხილისა და ჰიმალაის კედრების ბაღის გაშენება დაიწყო. „მწვანე აქციაში“ სრულიად საქართველოს კათალიკოს- პატრიარქთან, უწმინდესსა და უნეტარესთან, ილია II-თან ერთად, გენერალური შტაბის უფროსი მონაწილეობდა. გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ ზეთისხილის ნერგი დარგო. მახათას მთაზე ბაღის გაშენების აქცია ტაძრის მშენებლობის ფონდ „ივერიისა“ და ფონდ „გაამწვანე საქართველოს“ ინიციატივით ჩატარდა. „მწვანე აქციაში“ მონაწილეობდნენ მინისტრთა კაბინეტის წევრები, პარლამენტის თავმჯდომარე, ასევე ბიზნესსექტორის წარმომადგენლები, სტუდენტები, პატრიარქის ნათლულები და უნარშეზღუდული პირები. ტერიტორიაზე 1 000 ზეთისხილის ხე და 300 ჰიმალაის კედარი დარგეს. ახლად დარგულ ხეებს მოვლა- მეთვალყურეობას, პატრიარქის მიერ დაფუძნებულ ფონდ “გაამწვანე საქართველო”-სთან ერთად, ის პირები გაუწევენ, რომლებმაც დღეს ხეები დარგეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები