მთავრობის მიერ დანიშნული მედიატორის ჩართვის შედეგად კაზრეთში გაფიცვა შეწყდა
მთავრობის მიერ დანიშნული მედიატორის ჩართვის შედეგად კაზრეთში გაფიცვა შეწყდა, გაფიცულებსა და კომპანია RMG Gold-სა და RGM Copper -ს შორის შეთანხმება შედგა. დასაქმებულებსა და დამსაქმებლებს შორის მოლაპარაკების პროცესში მონაწილე პირების განცხადებით, მხარეებმა მედიციის პროცესის შედეგად შეთანხმებას ყველა ძირითად საკითხზე მიაღწიეს. კერძოდ, RMG Gold-სა და RGM Copper-ის ადმინისტრაცია სამსახურში აღადგენს 2014 წლის იანვარში სამსახურიდან გათავისუფლებულ 80 თანამშრომელს. დანარჩენ მუშებს კომპანია ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებასთან ერთად დააბრუნებს. მათ გაფიცვის დასრულებიდან ორი კვირის განმავლობაში, კომპენსაციის სახით, ორი თვის ხელფასს გადასცემს. დარჩენილი გათავისუფლებული თანამშრომლებისთვის შედგება სპეციალური სარეზერვო სია და წარმოებაში ვაკანსიის გაჩენის შემთხვევაში კომპანია სამუშაო ადგილს უპირველესად მათ შესთავაზებს. შეთანხმება მიღწეული იქნა ანაზღაურების საკითხებზეც. 2014 წლის აპრილიდან კომპანიის ყველაზე დაბალანაზღაურებადი თანამშრომლის ხელფასი არანაკლებ 15%-ით გაიზრდება.