საბითუმო ბაზრიდან 421 კგ. საეჭვო წარმომავლობის ხორცი ამოიღეს

    სურსათის ეროვნული სააგენტოს თბილისის სამმართველოს წარმომადგენლებმა ვახუშტის ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე, შპს “ქართული პროდუქტის” ხორცის საბითუმო ბაზრიდან 421 კგ საეჭვო წარმომავლობის ხორცი ამოიღეს. სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 5 ტან-ხორცის არც ერთ ნაჭერს არ ჰქონდა დამღა და არ ჩატარებია დაკვლის წინა და დაკვლის შემდგომი ვეტერინარულ-სანიტარიული ექსპერტიზა. შესაბამისად, რეალიზატორმა ვერ წარმოადგინა ვეტერინარული მოწმობა ფორმა N2, რის გამოც, სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსის 65-ე მუხლის I ნაწილის თანახმად, შპს “ქართული პროდუქტი” დაჯარიმდა 1000 ლარით. 421 კგ ხორცი დაილუქა და კანონმდებლობის შესაბამისად განადგურდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები