ნიკა მელიამ სავანელის ქუჩაზე გამაგრებითი სამუშაოები დაათვალიერა

   მთაწმინდის რაიონის გამგებელმა ნიკა მელიამ სავანელის ქუჩაზე გამაგრებითი სამუშაოები დაათვალიერა და მოსახლეობას შეხვდა. სავანელის #18, #20-ში მდებარე საცხოვრებელ სახლებს გამაგრებითი სამუშაოები უტარდებათ. ორი თვეა მიმდინარეობს საყრდენი კედელის გამაგრებითი სამუშაოები. როგორც მოსახლეობა აცხადებს, არსებობს გრუნტის ჩამოშლის საფრთხე, რომელიც კიდევ უფრო დააზიანებს ავარიულ შენობას, რის გამოც, გამგეობამ უკვე დაიწყო რკინა-ბეტონის კონსტრუქციაზე ჩამოსხმული დამჭერი კედლის მშენებლობა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები