თბილისის რამდენიმე უბანს დღეს ელექტრომომარაგება შეეზღუდება
სარემონტო სამუშაოების გამო თბილისის რამდენიმე ქუჩას დღეს ელექტრომომარაგება შეეზღუდება. ელექტრომომარაგება შვიდ ქუჩას შეუწყდება. როგორც „თელასში“ აცხადებენ, სარემონტო სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგებათ.
საბურთალოს რაიონში, 10:00 საათიდან 14:00 საათამდე, დიდი დიღმის IV მიკრორაიონის და შალვა ახალციხელის ქუჩის მცხოვრებლებს ელექტრომომარაგება შეეზღუდებათ, ხოლო 10:00 საათიდან 13:00 საათამდე – პეკინის გამზირის, ბახტრიონის, საბურთალოს, პანკისის, დოლიძის და ბალანჩივაძის ქუჩების მცხოვრებლებს. ვაკის რაიონში, 10:00 საათიდან 13:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება მცხეთის, რადიანის და შატბერაშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს, ხოლო დიდუბის რაიონში, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე, – ჩაჩავას, ბელიაშვილის, ლუბლიანას და ჭიაურელის ქუჩების მცხოვრებლებს.
სამგორის რაიონში, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე, ელექტრომომარაგება შეეზღუდებათ სადგურ ლილოს და ლილოს დასახლების მცხოვრებლებს, ნაძალადევის რაიონში კი – 10:00 საათიდან 18:00 საათამდე, წერონისის, ზედამზის, ჟღენტის, ლაითურის, სამღერეთის და ზაქარაიას ქუჩების მცხოვრებლებს. ისნის რაიონში, 10:00 საათიდან 13:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება აწყურის, შორაპნის და ლეხ კაჩინსკის ქუჩების მცხოვრებლებს. დიდგორის რაიონში, 11:00 საათიდან 17:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება სოფელ კოჯრის, კიკეთის და წავკისის მცხოვრებლებს.