ვეძისის დასახლებაში მგელი მოკლეს

  თბილისში, ძველი ვეძისის დასახლებაში მონადირეებმა მგელი მოკლეს. მოსახლეობის მოთხოვნის საფუძველზე ნადირის მოკვლის გადაწყვეტილება საგანგებო სამსახურმა და გარემოს დაცვის სამინისტრომ ერთობლივად მიიღო. მოსახლეობის განცხადებით, მათ ეს პრობლემა დიდი ხანია აწუხებთ, რადგან ცხოველი მათ სახლებში უვარდებოდათ და შინაურ ცხოველებს თავს ესხმოდა. მოსახლეობის მიმართვის შემდეგ, მონადირეებს უფლება მიეცათ, ძველი ვეძისი მტაცებლისგან დაეცვათ.
“დაახლეობით ერთი თვის წინ მოგვმართა ძველი ვეძისის და დიდგორის სოფლის მოსახლეობამ, რომლებსაც აწუხებდათ ნადირი. ჩვენ მივმართეთ გარემოს დაცვის სამინისტროს, რომლებმაც ხელი შეგვიწყეს და მათთან ერთად გაიცა ნებართვის ლიცენზია რომ დაგვეწყო ერთობლვი ოპერაცია”, – განაცხადა მერიის საგანგებო სიტუაციათა საქალაქო სამსახურის უფროსმა თემურ გიორგაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები