მეტროპოლიტენის მოძრაობა სრულად აღდგა

  თბილისის მეტროპოლიტენის პირველ ხაზზე მოძრაობა სრულად აღდგა. როგორც “კვირას” „თბილისის ტრანსპორტის“ ადმინისტრაციიდან აცნობეს, უკვე რამდენიმე წუთია მეტროს მუშაობა ყველა მიმართულებით შეუფერხებლად მიმდინარეობს. მეტროსადგურ გოცირიძის მიმდებარე ტერიტორიაზე ელექტროსადენებს და ნაძვის ჯიშის ხეებს ცეცხლი გაუჩნდა, რის გამოც მეტროპოლიტენის პირველი ხაზის მოძრაობა დაახლოებით 30 წუთი შეჩერებული იყო, ხოლო 16:00 საათიდან ამ დრომდე შეფერხებით მოძრაობდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები