თინა ხიდაშელი: არის საკითხები, რაზეც არ შეიძლება, რომ მმართველი გუნდი და ოპოზიცია საუბრობდეს

„თუ ქვეყანაში მთავარი პოლიტიკური ძალები ძირითად საკითხებზე შეთანხმებულები არ არიან, ასეთი ქვეყანა უბრალოდ არ იქნება”, – ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა “კურიერთან“ საუბრისას განაცხადა.

მინისტრმა ინტერვიუს დროს ოპოზიციასა და მმართველ გუნდს შორის ეკონომიკურ საკითხებზე კონსულტაციების გამართვაზე ისაუბრა. მისი თქმით, არის საკითხები, რაზეც არ შეიძლება, რომ მმართველი გუნდი და ოპოზიცია საუბრობდეს.

„როდესაც ვლაპარაკობთ ქვეყნის გადარჩენის, ყოფნა – არყოფნის თემებზე, აქ კონსულტაციები კი არ უნდა გავმართოთ, თუ ქვეყანაში მთავარი პოლიტიკური ძალები ძირითად საკითხებზე შეთანხმებულები არ არიან, ასეთი ქვეყანა უბრალოდ არ იქნება. არის ასევე ფუნდამენტური საკითხების მეორე ნაწილი, სადაც შეიძლება მე და თქვენ არასდროს ველაპარაკოთ ერთმანეთს, იმიტომ, რომ სწორედ ეს იყოს, რაც ჩვენ ერთმანეთისგან განგვასხვავებს, რატომაც მე ვარ დღეს ხელისუფლებაში და თქვენ აღარ ხართ, ან პირიქით, მაგალითად, ქვეყნის ეკონომიკური კურსი,“- განაცხადა თინა ხიდაშელმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები