თამარ ტალიაშვილი შშმ ჩვილ ბავშვთა საკითხებზე UNICEF-ის წარმომადგენლებს შეხვდა

თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარემ თამარ ტალიაშვილმა თბილისის ჩვილ ბავშვთა სახლის ბენეფიციარი შშმ ბავშვებისთვის გარემო პირობების გაუმჯობესებასთან დაკავშირებით მუნიციპალიტეტის ჩართულობის საკითხებზე

UNICEF-ის წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა. დეპუტატის განმარტებით, თბილისის მუნიციპალიტეტი შშმ პირთა საკითხებსა და მათთვის ადაპტირებული გარემოსა და სერვისების შეთავაზებაზე, ასევე სპეციალური საჭიროების მქონე ბავშვებსა და მათი უფლებების დაცვაზე აქტიურად მუშაობს.

თამარ ტალიაშვილის თქმით, აღნიშნული მიმართულებით რამდენიმე მნიშვნელოვანი ნაბიჯი უკვე გადაიდგა. 2015 წლიდან ამოქმედდა აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვთა რეაბილიტაციის პროგრამა, ამასთან, მიმდინარეობს ბაგა-ბაღების შენობების ადაპტირება, თბილისის მასშტაბით უკვე დასრულდა 160 ბაგა-ბაღის ცენტრალურ შესასვლელებში პანდუსების მოწყობა, ხოლო სპეციალური საჭიროების მქონე ბავშვებს უფასო ბაგა-ბაღების სერვისით სარგებლობის უფლება გაუხანგრძლივდათ.

დასასრულს, თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარე თამარ ტალიაშვილი და UNICEF-ის წარმომადგენლები: მაგული შაღაშვილი და ჯაბა ნაჭყებია შშმ ბავშვთა საჭიროებების გამოვლენასა და პრობლემების მოგვარების მიზნით ერთობლივ სამომავლო თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები