დავით სერგეენკო სასწრაფოს მენეჯერებს მიმართავს – „ცოტა ხნით ჩამოდით საკუთარი მანქანებიდან და ტაქსით იარეთ!“

შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრი სასწრაფოების მენეჯერებს მიმართავს.
დავით სერგეენკოს განცხადებით, მენეჯერებს საკმაო ანაზღაურება აქვთ საიმისოდ, რომ დროებით ტაქსით იარონ და მანქანები ოჯახის ექიმებს დაუთმონ.
“გავაძლიერებთ შპს “თბილისის სასწრაფოს”, მივამაგრებთ დამატებით მანქანებს, ან თვითონ მენეჯერები ჩამოვიდნენ ცოტა ხნით ამ მანქანებიდან, იგივე ეხება რაიონულ სასწრაფოს. სამსახურებრივი მოხმარების მანქანები უნდა გადამისამართდეს. მეც მზად ვარ, რომ ჩემი მანქანა გადავამისამართო ამ მიმართულებით, რათა ოჯახის ექიმმა დაიწყოს სიარული ცხელ გამოძახებებზე და არ გაუშვან აკივლებული სასწრაფოები, როდესაც სადღაც კაცი კვდება. როდესაც ცხელი გამოძახებაა რისკჯგუფის პაციენტებში, იქ არ უნდა გავიდეს სრულად აღჭურვილი სასწრაფო ბრიგადა, უნდა გავიდეს მსუბუქი მანქანა, რომელშიც იქნება მარტო ოჯახის ექიმი. თბილისის და რაიონულ სასწრაფოს მივმართავ რეკომენდაციით, და გინდათ ბრძანებით, მენეჯერები ცოტა ხნით ჩამოვიდნენ საკუთარი მანქანებიდან და საზოგადოებრივო ტრანსპორტით, ან ტაქსით იარონ. ყველას აქვს საკმარისი ხელფასი ამისთვის. ეს მანქანები გამოიყენეთ იმისთვის, რომ ამ კატეგორიის გამოძახებებზე გავიდნენ სწორედ ეს მანქანები”, – განაცხადა სერგეენკომ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები