სასაზღვრო პოლიციას ნატოს გაერთიანებული საზღვაო ძალების ჯგუფი ესტუმრა

შსს-ს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტს ნატოს გაერთიანებული საზღვაო ძალების სპეციალური ჯგუფი ესტუმრა. ვიზიტის ფარგლებში, შსს-ს სასაზღვრო პოლიციის წარმომადგენლები N9 სამხედრო – სამოქალაქო თანამშრომლობის დირექტორატის ოფიცერს, ვიცე-პოლკოვნიკ ლონი ფლაიშჰაკერს, N9 სამხედრო – სამოქალაქო თანამშრომლობის დირექტორატის ფინანსურ მენეჯერს, მეორე რანგის კაპიტან ფედერიკ ონარდინს და N2 სადაზვერვო ქვედანაყოფის მცურავი შენაერთების უსაფრთხოების ოფიცერს მესამე რანგის კაპიტანს, საშა მილერს შეხვდნენ.
სტუმრებმა სანაპირო დაცვის ბაზის ინფრასტრუქტურა დაათვალიერეს, შსს-ს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის (ბათუმი) სამმართველო მოინახულეს, გაეცნენ მუშაობის სპეციფიკას. სანაპირო დაცვის დეპარტამენტის მომსახურეებთან ერთად განიხილეს საპორტო ვიზიტთან დაკავშრებული პროგრამა და ერთობლივი სწავლებების დაგეგმვის საკითხი. ნატოს გაერთიანებული საზღვაო ძალების სპეციალური ჯგუფი საქართველოს 21 იანვარს დატოვებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები