გიორგი აბაშიშვილი: ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის კანდიდატის წარდგენის ვადა 27 იანვარს ამოიწურება

პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის გიორგი აბაშიშვილის განცხადებით, ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის კანდიდატის წარდგენის ვადა 27 იანვარს ამოიწურება.
როგორც მან ექსპერტებთან გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა, შეხვედრაზე ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის კანდიდატთან დაკავშირებულ საკითხებზე ისაუბრეს.
“დღეს იყო მორიგი შეხვედრა ექსპერტებთან, სადაც ჩვენ ვისაუბრეთ ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის კანდიდატთან დაკავშირებულ საკითხებზე. მათ შორის, პროცედურულ საკითხებზე. პირველ რიგში, შევჯერდით ყველა ერთად და განვსაზღვრეთ, რომ 27 იანვარი არის ის ბოლო ვადა, როდესაც შესაძლებელია, წარმოდგენილი იქნას ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის კანდიდატი. ეს არის სამი ძრითადი კრიტერიუმი: განათლება, პროფესიული გამოცდილება და ცხადია, პოლიტიკური მიუკერძოებლობა, რომელიც ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია “, – განაცხადა აბაშიშვილმა.
მისივე თქმით, 27 იანვარს, ექსპერტებს გადაეგზავნებათ კანდიდატურები და 27 იანვრიდან დაიწყება შეფასების პროცედურა.
“ვფიქრობთ, პირველ ეტაპს ამ ნაწილში ჩვენ ძალიან სწრაფად გავივლით, ამის შემდეგ იქნება პრეზიდენტისთვის წარდგენილი კანდიდატურები და ის დაასახელებს შემდგომ ერთ-ერთ მათგანს, დღეს იყო გარკვეულ კანდიდატურებზე საუბარი, თუმცა ამაზე, საბოლოო ჯამში, ვისაუბრებთ 27 იანვარს”, – განაცხადა აბაშიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები