თავდაცვის სამინისტროს პროფესიული განვითარების ცენტრში კიბერუსაფრთხოების თემაზე პირველი კურსი გაიხსნა

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს პროფესიული განვითარების ცენტრში კიბერუსაფრთხოების თემაზე პირველი კურსი გაიხსნა.
სემინარი ტრენინგების ციკლის – კიბერუსაფრთხოების მენეჯმენტის ფარგლებში ტარდება. პროგრამა ესტონური მხარის ორგანიზებით და საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს, ასევე, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სსიპ კიბერუსაფრთხოების ბიუროს მხარდაჭერით, სპეციალურად საქართველოსთვის შემუშავდა.
სემინარი თავდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ დავით ებრალიძემ გახსნა. კურსის მონაწილეებს სიტყვით მიმართეს ესტონეთის რესპუბლიკის ელჩმა საქართველოში პრიტ ტურკმა, კიბერუსაფრთხოების ბიუროს დირექტორმა ანდრია გოცირიძემ, თავდაცვის მინისტრის მრჩეველმა საერთაშორისო ურთიერთობების საკითხებში შოთა ღვინერიამ და სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს აპარატის შიდა უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დეპარტამენტის უფროსმა მრჩეველმა გიორგი ტიელიძემ. მათ სემინარის შესახებ ისაუბრეს და ყურადღება კიბერუსაფრთხოების სფეროში ესტონურ მხარესთან მჭიდრო თანამშრომლობის მნიშვნელობაზე გაამახვილეს. სამდღიან სემინარს „ესტონეთის საინფორმაციო სისტემების სააგენტოს“ წარმომადგენლები უძღვებიან.
კურსის მიზანი საქართველოს კიბერსივრცეში მოქმედი საჯარო და კერძო უწყებების კიბერშესაძლებლობების განვითარებაა. კიბერუსაფრთხოების ეროვნული პოლიტიკა, სახელმწიფო და კერძო სექტორთან ურთიერთობები და საერთაშორისო დონეზე თანამშრომლობა სემინარის ძირითადი თემებია. მსგავსი ტრენინგები მომავალშიც გაგრძელდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები